пятница, 13 мая 2016 г.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების კვირეულის ანგარიში


საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების კვირეული დაიწყო   30 მარტს და გაგრძელდა 12 აპრილამდე.
კირეულში კათედრის წევრებმა ჩავატარეთ ინტეგრირებული , შემაჯამებელი გაკვეთილები,  ვიქტორინა ქიმიაში- 9 კლასებს შორის, 2 ტურად, პრეზენტაციები VII  კლასებში თემებზე: წყალი და ეკოლოგია, 8 კლასში ატომის აღნაგობა. მოეწყო მცენარეული და ცხოველური უჯრედების,  სხვადასხვა კლასების მიერ შესრულებული პოსტერებისა და  კედლის გაზეთების გამოფენა.
ბუნების პედაგოგ  ე. ახვლედიანის მიერ V2 კლასში ჩატარებულ იქნა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე ,,ცხოველთა მრავალფეროვნება". კლასში ასევე მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა თემაზე ,,კონტინენტები“




პედაგოგებმა ნანა მერლანმა (ფიზიკა) და ნანა გიგოლაშვილმა (ქიმია) 4 აპრილს VIII2 კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე ,,ენერგიის ალტერნატიული წყაროები და მათი ეფექტურობა“.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნის პედაგოგებმა: ნანა გიგოლაშვილმა და  ირმა ჯანიაშვილმა VII კლასის მოსწავლეებთან ერთად 11 აპრილს მოაწყვეს პრეზენტაცია ჯეოსელის კლასში თემაზე:  ,,წყალი სიცოცხლეა",  ,,ეკოლოგია“, აქვე მოხდა მოსწავლეების მიერ დამზადებული მცენარეული და ცხოველური უჯრედების მოდელების გამოფენა.



ქიმიის პედაგოგების მიერ (ნანა გიგოლაშვილი, ვენერა ლობჟანიძე, ირმა ჯანიაშვილი),  IX კლასებში ჩატარდა ვიქტორინა II ტურად. I ტური ჩატარდა 4 აპრილს. მოსწავლეებმა იმუშავეს ტესტურ დავალებებზე. მონაწილეობა მიიღო 22-მა მოსწავლემ. გადამსვლელი  ქულა მოაგროვა 20-მა მოსწავლემ. II ტურში  (11 აპრილი) გამოცხადდა 18 მოსწავლე. ჯგუფები დაკომპლექტდა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებით. 4 ჯგუფიდან ორმა ჯგუფმა  17-17 ქულა, ხოლო ორმა 15-15 ქულა  მოაგროვა. მოსწავლეებმა   ჩაატარეს სხვადასხვა ქიმიური ცდები. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო სიგელით.
I ტური
II ტური

ბიოლოგიის პედაგოგმა : ნინო გიგოლაშვილმა  X3  კლასში 11 აპრილს ჩაატარა გაკვეთილი თემაზე   - "ხელოვნური სისხლის უჯრედები".

ქიმიის პედაგოგი ირმა ჯანიაშვილი, VIII  კლასი, პრეზენტაცია თემაზე ,,ატომის აღნაგობა და რადიაქტივობა“. აღნიშნულ გაკვეთილზე პრეზენტაცია წარადგინა VI  კლასის მოსწავლემ გიგა ყოლბაიამ.
https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/13187839_502248733294352_1041703082_n.jpg?oh=42ac34e2d093fe84ff979c2e86a13ab2&oe=573010BF


https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/13187698_502248966627662_1240190813_n.jpg?oh=49c6dd3cfb885101e31eb5d49e068286&oe=5737E47C 

კათედრის გამგე: ნანა გიგოლაშვილი