среда, 30 октября 2019 г.

რესურსი-ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში


 ლაბორატორიული ჭურჭელი და ხელსაწყოები

პედაგოგი: ეკა ახვლედიანი
საგანი: ბუნება
კლასი: 5



ლაბორატორიაში ქცევის წესები 

пятница, 22 июня 2018 г.

სასწავლო რესურსი

ელექტრონული სასწავლო რესურსი ბიოლოგიაში
ხათუნა ნოზაძე
2018 სასწ.წელი

пятница, 13 мая 2016 г.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების კვირეულის ანგარიში


საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების კვირეული დაიწყო   30 მარტს და გაგრძელდა 12 აპრილამდე.
კირეულში კათედრის წევრებმა ჩავატარეთ ინტეგრირებული , შემაჯამებელი გაკვეთილები,  ვიქტორინა ქიმიაში- 9 კლასებს შორის, 2 ტურად, პრეზენტაციები VII  კლასებში თემებზე: წყალი და ეკოლოგია, 8 კლასში ატომის აღნაგობა. მოეწყო მცენარეული და ცხოველური უჯრედების,  სხვადასხვა კლასების მიერ შესრულებული პოსტერებისა და  კედლის გაზეთების გამოფენა.
ბუნების პედაგოგ  ე. ახვლედიანის მიერ V2 კლასში ჩატარებულ იქნა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე ,,ცხოველთა მრავალფეროვნება". კლასში ასევე მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა თემაზე ,,კონტინენტები“




პედაგოგებმა ნანა მერლანმა (ფიზიკა) და ნანა გიგოლაშვილმა (ქიმია) 4 აპრილს VIII2 კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე ,,ენერგიის ალტერნატიული წყაროები და მათი ეფექტურობა“.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნის პედაგოგებმა: ნანა გიგოლაშვილმა და  ირმა ჯანიაშვილმა VII კლასის მოსწავლეებთან ერთად 11 აპრილს მოაწყვეს პრეზენტაცია ჯეოსელის კლასში თემაზე:  ,,წყალი სიცოცხლეა",  ,,ეკოლოგია“, აქვე მოხდა მოსწავლეების მიერ დამზადებული მცენარეული და ცხოველური უჯრედების მოდელების გამოფენა.



ქიმიის პედაგოგების მიერ (ნანა გიგოლაშვილი, ვენერა ლობჟანიძე, ირმა ჯანიაშვილი),  IX კლასებში ჩატარდა ვიქტორინა II ტურად. I ტური ჩატარდა 4 აპრილს. მოსწავლეებმა იმუშავეს ტესტურ დავალებებზე. მონაწილეობა მიიღო 22-მა მოსწავლემ. გადამსვლელი  ქულა მოაგროვა 20-მა მოსწავლემ. II ტურში  (11 აპრილი) გამოცხადდა 18 მოსწავლე. ჯგუფები დაკომპლექტდა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებით. 4 ჯგუფიდან ორმა ჯგუფმა  17-17 ქულა, ხოლო ორმა 15-15 ქულა  მოაგროვა. მოსწავლეებმა   ჩაატარეს სხვადასხვა ქიმიური ცდები. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო სიგელით.
I ტური
II ტური

ბიოლოგიის პედაგოგმა : ნინო გიგოლაშვილმა  X3  კლასში 11 აპრილს ჩაატარა გაკვეთილი თემაზე   - "ხელოვნური სისხლის უჯრედები".

ქიმიის პედაგოგი ირმა ჯანიაშვილი, VIII  კლასი, პრეზენტაცია თემაზე ,,ატომის აღნაგობა და რადიაქტივობა“. აღნიშნულ გაკვეთილზე პრეზენტაცია წარადგინა VI  კლასის მოსწავლემ გიგა ყოლბაიამ.
https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/13187839_502248733294352_1041703082_n.jpg?oh=42ac34e2d093fe84ff979c2e86a13ab2&oe=573010BF


https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/13187698_502248966627662_1240190813_n.jpg?oh=49c6dd3cfb885101e31eb5d49e068286&oe=5737E47C 

კათედრის გამგე: ნანა გიგოლაშვილი
 

понедельник, 16 ноября 2015 г.

მასწავლებლთა მესამე ეროვნული კონფერენცია

„საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“
      2015 წლის 14 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლთა მესამე ეროვნული კონფერენცია, სახელწოდებით „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს. მასწავლებელთა მესამე ეროვნულ კონფერენციას საჯარო და კერძო სკოლების 150-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.  კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის 64-მა მასწავლებელმა წაიკითხა.  ჩვენი სკოლის პედაგოგი, ირმა ჯანიაშვილი,  კონფერენციის მონაწილე და წარმატებული თემის ავტორია ქიმიაში…  ქალბატონმა  ირმამ და მისმა მოსწავლეებმა  ბევრ კონფერენციაში  და საინტერესო პროექტში  მიიღეს მონაწილეობა… წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალშიც…


კათედრის გამგე: ნანა გიგოლაშვილი


მოსწავლეთა ოლიმპიადა „დედამიწა ჩვენი სახლია“ ნიადაგმცოდნეობაში

  6 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის (დირექტორი აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე) ინიციატივით, ჩატარდა მოსწავლეთა ოლიმპიადა „დედამიწა ჩვენი სახლია“ ნიადაგმცოდნეობაში.
      ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ თბილისის, ზესტაფონის, მარნეულის, გარდაბნისა და გორის რაიონების, რუსთავის, საჩხერის, დუშეთის და თელავის სკოლის მოსწავლეები. ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები.

    ვულოცავთ  ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლეებს სალომე ლასარეიშვილს (პედაგოგი: ნანა გიგოლაშვილი), სოფო მარჩილაშვილს და დიანა ვარაზაშვილს (პედაგოგი:ირმა ჯანიაშვილი) ოლიმპიადაში მიღწეულ წარმატებებს.







 
კათედრის გამგე: ნანა გიგოლაშვილი

воскресенье, 6 сентября 2015 г.

суббота, 30 мая 2015 г.

პროექტ-გაკვეთილი თემაზე: ფსიქოაქტიური ნივთიერებები

მერვე პირველი კლასი

ბუკლეტები და ფლაერები

















პრეზენტაციები




    





პედაგოგი: ნინო გიგოლაშვილი /ბიოლოგია/

суббота, 23 мая 2015 г.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებები 26 მაისს

26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერთ საინტერესო აქტივობას გთავაზობთ: 

ილიაუნის სტენდთან თქვენ:

▶მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას ილიაუნის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით;
▶ნახავთ საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებს ენტომოლოგიის, გეოლოგიის, ეკოლოგიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით;
▶ GameLab Iliauni-ის ოკულუსების საშუალებით, ვირტუალურად ”იმოგზაურებთ” ილიაუნის ლაბორატორიებში; ასევე - გაეცნობით 3D ეფექტის ვიზუალებს (მაგ: საშიშ ატრაქციონს და სხვ.);
▶ Fablab Iliauni-ის კუთხეში გაეცნობით 3D პრინტერის - ადამიანის სკანირების სისტემის - მუშაობის პრინციპს; აქვე მოეწყობა ილიაუნის სტუდენტების მიერ FabLab Iliauni-ში შექმნილი ნაკეთობების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც;
▶შეძლებთ გაეცნოთ ილიაუნიში შექმნილ სეისმურობის საზომს და სხვა დანადგარებს;
▶ილიაუნის ბიბლიოთეკის და წიგნის სახლ ”ლიგამუსის” კარავში ილიაუნის მიერ გამოცემულ წიგნებს შეიძენთ საგამომცემლო ფასად; აქვე, შესაძლებლობა გექნებათ, მოუსმინოთ ელექტროაკუსტიკურ მუსიკას ვიდეოინსტალაციების თანხლებით. მუსიკის ავტორები არიან ილიაუნის ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის მიმართულების სტუდენტები.
▶ილიაუნის სტენდის წინ მოწყობილ სმარტ-ფოტოკაბინაში უფასოდ გადაიღებთ სამახსოვრო ფოტოებს.

მოსწავლეთა 69-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია



საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის პედაგოგები:
ნინო გიგოლაშვილი /ბიოლოგია/
ნანა გიგოლაშვილი /ქიმია/
ირმა ჯანიაშვილი /ქიმია/
ვენერა ლობჟანიძე /ქიმია/
ლიანა პეტრიშვილი /ქიმია/
ნანა მერლანი / ფიზიკა/

ატომის აღნაგობა




















პედაგოგი: ნანა მერლანი   /ფიზიკა/
 მერვე მეოთხე კლასი

пятница, 1 мая 2015 г.

თემატური კედლის გაზეთები























პედაგოგები: ნინო გიგოლაშვილი /ბიოლოგია/
                        ხათუნა ნოზაძე      /ბიოლოგია/
                        2015

დაცული ტერიტორიები და წითელი წიგნი




მოსწავლეთა ნამუშევრები




















ვიქტორინა VIII კლასებს შორის

          კვირეულის ფარგლებში მერვე კლასებს შორის 22 აპრილს ჩატარდა ვიქტორინა ,,არაორგანულ ნაერთთა კლასები". მონაწილეებმა შექმნეს პოსტერები და წარმოადგინეს ელექტრონული პრეზენტაციები შესაბამის საკითხებზე.






მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები