вторник, 14 октября 2014 г.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

13 ოქტომბერი 2014 წელი



         დღეს, საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო. მე და ჩემი მოსწავლეები: მარიამ გიორგაშვილი,ნინო ჩაჩავა და ნინო სირაძე ვიმყოფებოდით სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში.
       ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ახალგაზრდა შემოქმედთა სამეცნიერო ცენტრ "პროგრესის" მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რომელიც ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით.
         ერთ-ერთი დავალება---საკვები პროდუქტები მოითხოვს კვლევას:შევისწავლოთ პროდუქტების ეფექტური შენახვის პირობები.
          დასახმარებლად მივმართეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას და მათაც განგვიცხადეს თანხმობა კვლევასთან დაკავშირებით.ამისთვის აღნიშნული ლაბორატორიის თამანშრომლებს ვუხდით მადლობას.








პედაგოგი ნინო გიგოლაშვილი








Комментариев нет:

Отправить комментарий