2015 წლის 10 იანვარს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის შეხვედრა თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების ქიმიის პედაგოგებთან. შეხვედრაში 30-მდე პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.
სპქა-მ წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მასწავლებლების წინაშე წარადგინა. მიმდინარე წელს სპქა-ს ძირითადი პრიორიტეტი იქნება სკოლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა.
შეხვედრაზე დაისახა მიზნები, რომ:
•ქიმიის პორტალზე www.chemistry.ge გაკეთდება სპეციალური გვერდი ქიმიის მასწავლებლებისათვის, რომელზეც მათ შეეძლებათ თავისუფლად დარეგისტრირება. სპქა ყველა რეგისტრირებულ მასწავლებელს ყოველი თვის ბოლოს გაუგზავნის სიახლეებს და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას;
•სპქა ქიმიის პორტალზე მუდმივად გამოაქვეყნებს ინფორმაციას ქიმიის პედაგოგების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ
•ერთობლივი ძალებით შემუშავდება სასკოლო სწავლების თვალსაჩინოების მასალები და სხვა დამხმარე რესურსები
•საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე დაიგეგმება და ჩატარდება ტრენინგები
•საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება „ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი“, რომელშიც გაწევრიანება შეეძლებათ ქიმიით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს.
•ქიმიის მასწავლებლებს უფასოდ ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ პუბლიკაცია ჟურნალში „ქიმიის უწყებანი“
•გასვლითი სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ჩატარება სკოლებში

ასევე გადაწყდა, რომ მასწავლებლებთან შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. იგეგმება მასწავლებლებთან შეხვედრები რეგიონებშიც.
Комментариев нет:
Отправить комментарий