24 აპრილი, 20153396
2015-2016 წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო მიმართულებები უკვე ცნობილია
2015-2016 სასწავლო წლისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია უკვე ცნობილია. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემAris.ge-განათლებას განუცხადა, წელს პროგრამულად დაფინანსებულ უნივერსიტეტებს სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც დაემატა.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში უფასო მიმართულებებისთვის 360 ადგილი გამოიყო. შესაბამისი ცვლილება და სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების ოდენობა და პროგრამული დაფინანსების მოცულობა მინისტრთა კაბინეტმა დღეს განიხილა.
წელს სულ გამოყოფილია 5653 ადგილი.
სახელმწიფოს მხრიდან პროგრამულ დაფინანსებას შემდეგი უნივერსიტეტები მიიღებენ:
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
-სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
,,მთავრობის სხდომაზე ნორმატიული ბრძანება დავამტკიცებთ. 500 ადგილით გაზრდილია რაოდენობა უფასო მიმართულებებზე. ეს ადგილები ძირითადად რეგიონულ უნივერსიტეტებზე გადანაწილდა. რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნმელოვანია განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.
კვლავ ძალაში რჩება სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტული 21 მიმართულება. ძალაში რჩება გრანტის ოდენობა და მოცულობა,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას თამარ სანიკიძემ.
პრიორტეტული მიმართულებების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
- აგრარული მეცნიერებანი:
– აგრონომია
– ვეტერინარია
– მეცხოველეობა
– სასურსათო ტექნოლოგია
– სატყეო საქმე
– ვეტერინარია
– მეცხოველეობა
– სასურსათო ტექნოლოგია
– სატყეო საქმე
- განათლება:
– განათლების მეცნიერებები
– მასწავლებლის განათლება
– მასწავლებლის განათლება
- ინჟინერია:
– საინჟინრო ფიზიკა
– ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
– მშენებლობა
– აგროინჟინერია
– ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
– მშენებლობა
– აგროინჟინერია
- მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი:
– მათემატიკა
– ფიზიკა
– ქიმია
– ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები
– ფიზიკა
– ქიმია
– ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები:
– ეკონომიკა
- ჰუმანიტარული მეცნიერებანი:
– ისტორია
– ფილოლოგია
– ფილოსოფია
– ფილოლოგია
– ფილოსოფია
- მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები:
– არქიტექტურა
– არქეოლოგია
– არქეოლოგია
რაც შეეხება აღნიშნულ მიმართულებებზე წელს დარეგისტრირებულ ადგილთა რაოდენობას, აღნიშნულ მონაცემებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სავარაუდოდ, მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
ეკა არის© წივწივაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий