пятница, 24 апреля 2015 г.

24 აპრილი, 20153396
2015-2016 წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო მიმართულებები უკვე ცნობილია
2015-2016 სასწავლო წლისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია უკვე ცნობილია. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემAris.ge-განათლებას განუცხადა,  წელს პროგრამულად დაფინანსებულ უნივერსიტეტებს სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც დაემატა.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში უფასო მიმართულებებისთვის 360 ადგილი გამოიყო. შესაბამისი ცვლილება და სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების ოდენობა და პროგრამული დაფინანსების მოცულობა მინისტრთა კაბინეტმა დღეს განიხილა.
წელს სულ გამოყოფილია 5653 ადგილი.
სახელმწიფოს მხრიდან პროგრამულ დაფინანსებას შემდეგი უნივერსიტეტები მიიღებენ:
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
-სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
,,მთავრობის სხდომაზე ნორმატიული ბრძანება დავამტკიცებთ. 500 ადგილით  გაზრდილია რაოდენობა უფასო მიმართულებებზე.  ეს ადგილები ძირითადად რეგიონულ უნივერსიტეტებზე გადანაწილდა. რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნმელოვანია განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.
კვლავ ძალაში რჩება  სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტული   21 მიმართულება.  ძალაში რჩება გრანტის ოდენობა და მოცულობა,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას თამარ სანიკიძემ.
პრიორტეტული მიმართულებების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
  1. აგრარული მეცნიერებანი:
– აგრონომია
– ვეტერინარია
– მეცხოველეობა
– სასურსათო ტექნოლოგია
– სატყეო საქმე
  1. განათლება:
– განათლების მეცნიერებები
– მასწავლებლის განათლება
  1. ინჟინერია:
– საინჟინრო ფიზიკა
– ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
– მშენებლობა
– აგროინჟინერია
  1. მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი:
– მათემატიკა
– ფიზიკა
– ქიმია
– ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები
  1. სოციალური მეცნიერებები:
– ეკონომიკა
  1. ჰუმანიტარული მეცნიერებანი:
– ისტორია
– ფილოლოგია
– ფილოსოფია
  1. მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები:
– არქიტექტურა
– არქეოლოგია
რაც შეეხება აღნიშნულ მიმართულებებზე წელს დარეგისტრირებულ ადგილთა რაოდენობას, აღნიშნულ მონაცემებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სავარაუდოდ, მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
ეკა არის© წივწივაძე

четверг, 23 апреля 2015 г.

მადლის ქვა - ერთხელ მამა დავით გარეჯელი იერუსალიმის მოსალოცად წასულა, მაგრამ შიგნით შესვლა თავისი სიმდაბლის გამო ვერ გაუბედავს. იმ ადგილზე, სადაც უფალმა იესო ქრისტემ ილოცა, წმიდანმა ლოცვა აღავლინა და სამახსოვროდ სამი ქვა წამოიღო. ამ დროს იერუსალიმის პატრიარქს ხილვა ჰქონდა და ეუწყა, რომ საქართველოდან ჩამოსულ ერთ-ერთ ბერს იერუსალიმის მთელი მადლი ქვების სახით გაჰქონდა. მას ეუწყა ისიც, რომ ბერს ორი ქვა უკან უნდა დაებრუნებინა, რათა იერუსალიმი მადლისაგან არ დაცლილიყო და მხოლოდ ერთი ქვის წაღების უფლება მიეცათ. პატრიარქმა მდევარი დაადევნა მამა დავითს და ორი ქვა უკან დააბრუნებინეს. იმ ქვას კი, რომელიც წმიდანმა გარეჯში ჩამოიტანა, მადლის ქვა ჰქვია. ამიტომ არის გარეჯის სამჯერ მოლოცვა იერუსალიმის ერთხელ მოლოცვის ტოლფასი.

2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
04/22/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2015-2016 სასწავლო წლისათვის.  
რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:

I ეტაპი:  2015 წელი, 23 აპრილი - 4 მაისი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
  • რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
  • რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
  • რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
I ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით. 

II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
2015 წელი, 15 მაისი - 9 ივნისი
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.  
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2015 წლის 11 ივნისიდან  21 ივნისის  ჩათვლით.

I და II ეტაპზე  მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების  განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 2015 წელი, 22 ივნისი - 11 ივლისი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის  საფუძველზე.   
2015-2016  სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

среда, 22 апреля 2015 г.

გამოცდები 2015 - განრიგი
გამოცდები 2015 - განრიგი

გთავაზობთ 2015 წლის გამოცდების ჩატარების განრიგს:

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების  განრიგი:

2-3 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ., მეორე სესია 14:00 სთ.) - ქართული ენა და ლიტერატურა;
6-7 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ., მეორე სესია 14:00 სთ.) - ზოგადი უნარები;
8 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ., მეორე სესია 14:00 სთ.) - ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - გერმანული ენა;
10 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - რუსული ენა;
10 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ფრანგული ენა;
13 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ., მეორე სესია 14:00 სთ.) - გეოგრაფია;
14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ., მეორე სესია 14:00 სთ.) - ისტორია;
15 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ., მეორე სესია 15:00 სთ.) - მათემატიკა;
16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ფიზიკა;
17 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ლიტერატურა;
20 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ) - სამოქალაქო განათლება.
21 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ბიოლოგია;
21 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
22 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ქიმია;


2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

9 ივლისი (მეორე სესია 14:00 სთ.) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A, C);

10 ივლისი (მეორე სესია 14:00 სთ.) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A, C);

16 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - B);

17 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - B).


2015 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი:

20 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
დედამიწის დღე ერთ-ერთი მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიურად 192 ქვეყანაში აღნიშნავენ. სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. 1970 წელს ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.